თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ სტუდენტებს პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გადასახადი დაუფინანსდებათ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის, გიორგი ენუქიძის განმარტებით, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთი ჯამში 16 ახალგაზრდაა და თითოეულის სწავლის დაფინანსებისთვის 16000 ლარი გამოყოფილი. მისივე ინფორმაციით, ეს პროფრამა წელს პირველად განხორციელდება.
“თუ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდები პროფესიულ კოლეჯში სწავლას მოისურვებენ, მათ გადასახადს ჩვენ დავფარავთ, წელიწადში ორჯერ ჩავურიცხავთ თანხას, 500-500 ლარის ოდენობით. განათლების სამინისტრო, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ახალაგაზრდებს მხოლოდ უმაღლეს განათლებას უფინანსებს, პროფესიული განათლების დაფინანსება არაა გათვალისწინებული. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს პროგრამა, რათა მათ ისწავლონ და სხვადასხვა პროფესიულ უნარ-ჩვევებს დაეუფლონ,” – განაცხადა გიორგი ენუქიძემ.