ბაკურიანში დამსვენებლებს დიდველისა და კოხტაგორას მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ბრენდირებული ავტობუსები დღეს საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა დაათვალიერეს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბაკურიანში წრიულად იმოძრავებს და მგზავრებს დიდველისა და კოხტაგორას მიმართულებით გადაიყვანს. ტრანსპორტი დამსვენებლებს უფასოდ მოემსახურება.
მინისტრი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიდველის ინფრასტრუქტურასაც გაეცნენ.