კალაძე: თბილისში იმდენი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რამდენიც უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ერთდროულად არასდროს განხორციელებულა

1111

დედაქალაქში იმდენი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რამდენიც უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ერთდროულად არასდროს განხორციელებულა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის მიერ შეთავაზებული სიახლეები მოსახლეობის კმაყოფილებას იწვევს.

„მე ნამდვილად მეამაყება ის მიდგომა და დამოკიდებულებები, რომელიც ჩვენს მიერ დაიგეგმა ყველას ჩართულობით. სადაც მაგალითად, ვაკეთებთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს, გვინდა, რომ ძირეული ცვლილებები განვახორციელოთ ყველგან და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ზედაპირულად, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან დღეს გაკეთებული ქუჩა ხვალ შეიძლება გადასათხრელი გახდეს, კომუნიკაციები თუ არ იქნება მოწესრიგებული. შესაბამისად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულების დროს, ყველა ქუჩაზე გვინდა ძირეულად შევცვალოთ ყველაფერი თავისი საკანალიზაციო ქსელით, წყლის და გაზის მილებისა, და ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ ჩატანით, ასევე ახალი განათების ბოძებით. ეს არის სიახლე, რომელიც მოსახლეობას შევთავაზეთ და დიდი კმაყოფილებაა ამ მიმართულებით”,- განაცხადა კალაძემ.