კურორტ ბახმაროში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე პირველი არტ კაფე “დავითიანი” გაიხსნა. სახელი სიმბოლურად _ ადგილმდებარეობის გამო შეურჩიეს. არტ კაფეში ბახმაროს ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფოტოები და სხვადასხვა ცნობილი ავტორების ნახატებია გამოფენილი.
ბახმაროს ისტორიაში ეს პირველი არტ კაფეა, რომელიც დამსვენებლებს დღეიდან უმასპინძლებს.
წყარო: გურიანიუსი