ზუგდიდში, მუსიკალური სკოლის შენობის გვერდით სოციალური კარადა კვლავ დადგეს. ის საქველმოქმედო აქციის “გააზიარე სითბოს” ფარგლებში, მერიის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” თანამშრომლებმა მოაწყვეს. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
აქ მოქალაქეებს როგორც სხვადასხვა ნივთების აღება, ასევე მოტანა შეუძლიათ.
ცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ მალაშხიამ რადიო “ათინათს“ უთხრა, რომ აქციის სლოგანია: ,,ვისაც გაქვს გაიღე, ვისაც არ გაქვს აიღე” და ის მეორე წელია ტარდება.
სოციალური კარადა 15 იანვრამდე დარჩება.