მოუწესრიგებელი გზა ხელვაჩაურის სოფელ განთიადში

586

მოუწესრიგებელი გზა სოფელ განთიადში. დავითაძეების ოჯახი დახმარებას წლებია უშედეგოდ ითხოვს. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, პრობლემის შესახებ უწყება ინფორმირებულია, თუმცა მის გადაჭრას არავინ ცდილობს. რას ითხოვენ აქ მცხოვრებლები? და რას პასუხობს მათ მოთხოვნებს ხელვაჩაურის მერია? სიუჟეტიდან გაიგებთ.სოფელ განთიადში მცხოვრები გვიყვება, რომ ეს პრობლემა უკვე სამი წელია აწუხებთ. სოფიო ტაკიძის თქმით,  უამინდობის დროს მეწყრულ პროცესებთან ერთად, გზის სავალი ნაწილიდან წყალი ეზოში აღწევს.

როგორც იზოლდა დავითაძე ამბობს, პრობლემის შესახებ უწყება ინფორმირებულია და მისი მოგვარების შესახებ დაპირება, უშედეგოდ მიიღეს.

მაყვალა ფუტკარაძე აღნიშნავს, რომ გზის სავალ ნაწილზე ტრანსპორტის გავლისას ბიძგები იგრძნობა. ამბობს იმასაც, რომ ადგილზე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, მძიმე ტექნიკაც ვერ მიჰყავთ.

ხელვაჩაურის მერიაში პრობლემასთან დაკავშირებით განმარტეს, რომ საკითხს სწავლობენ, პარალელურად კი ფერდსამაგრი სამუშაოების პროექტი მზადდება.

თუ რა დრო დაჭირდება პრობლემის მოგვარდებას, მერიაში ზუსტ დროს ვერ ასახელებენ.