“ტორპედოს” თანამშრომლებმა და მხარდამჭერებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს

520

წინა სტატია

ქუთაისის “ტორპედოს” თანამშრომლებმა, მხარდამჭერებმა და ბაზაზე არსებული ბავშვთა აკადემიების ფეხბურთელებმა და მშობლებმა მერიასთან აქცია გამართეს. ისინი “ტორპედოში” არსებულ პრობლემებს აპროესტებენ.

აქციის მონაწილეები მერიისგან ახალი ინვესტორის მოსვლასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებას და გაცემული დაპირებების შესრულებას მოითხოვენ. მათი თქმით, მერია დაპირდათ, რომ ხელფასები წინა დღეებში დარიგდებოდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა.

“მერია გვეუბნება, რომ ახალი ინვესტორი ნამდვილად არსებობს და რომ ხელფასები გაიცემოდა, მაგრამ არ შესრულდა რვა თვე ხელფასი არ აგვიღია. გუნდი დაიშალა, ახლა ბავშვთა აკადემიის ფეხბურთელებიც ქუჩაში დარჩებიან. როგორც გავიგეთ იტალიელი ინვესტორი კლუბის საკუთრებაში გადაცემას მოითხოვს, რაც პროცედურებთანაა დაკავშირებული და გუნდი ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაეცეს, თუმცა ეს ვერ დავაზუსტეთ”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათი თქმით, გუნდი მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა დატოვეს.

შეგახსენებთ, როგორც ცნობილი იყო კლუბის ახალო ინვესტორისათვის გადაცემის საკითხი გუშინ ქალაქის საკრებულოს სხდომაზე უნდა განეხილა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო მერიამ საკითხი არ გამოიტანა. ამ დროისათვის “ტორპედო” ქალაქის მერიის ბალანსზეა.