საახალწლო ნაძვის ხის გამო, ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდა

745

ქალაქის მთავარი ნაძვის ხის დადგმის გამო, ახალქალაქის ცენტრალური მოედანი ერთი თვით გადაიკეტა. მაშტოცის მოედანთან მანქანით გადაადგილება 15 იანვრამდე შეზღუდული იქნება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ქალაქის ცენტრალური მოედანი 19 დეკემბრიდან 15 იანვრამდე იქნება დაკეტილი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო jnews.ge წერს. მათი ინფორმაციით, ჯავახიშვილისა და თავისუფლების კვეთაზე, მაშტოცის მოედნის მიმართულებით, პოლიციის სიმბოლოებით რკინის ღობეები დაიდგა. ღობის შიგნით კი ქალაქის ცენტრალური ნაწილის მორთვისთვის მუშაობა დაიწყეს.

ახალქალაქში ქალაქის საახალწლოდ მორთვის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს გეოპროფი ასრულებს. მათი ინფორმაციით, ქალაქის მორთვა 20 დეკემბერს დაიწყო და 2020 წლის 15 იანვარს მოხდება დემონტაჟი.