აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო უწყებების მიერ 9 თვეში გაცემული პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 167,8 მლნ ლარი შეადგინა. აქედან, რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი პრემია-დანამატი – 27,3 ათასი ლარი ქვემო ქართლში გაიცა.
ცხრა რეგიონიდან პრემია-დანამატი ყველა რწმუნებულის აპარატმა გასცა, გარდა სამცხე-ჯავახეთისა.
თანხები ასე გამოიყურება:
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ფოთის მუნიციპალიტეტში ჯამში 17,9 ათასი ლარი გაიცა, საიდანაც, 2,4 ათასი ლარი დანამატებზე, ხოლო, 15,5 ათასი ლარი პრემიაზე მოდის;
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტბსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სულ 15,3 ათასი ლარი გაიცა, აქედან 14, 4 ათასი ლარი პრემიებზე, დანამატებზე კი 950 ლარი მოდის;
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის და რუსთავის მუნიციპალიტეტებში ჯამში, 35,5 ათას ლარზე მეტი გაიცა. საიდანაც 8, 2 ათას ლარზე მეტი პრემიაზე, ხოლო 27,3 ათასი ლარი დანამატებზე მოდის;
სახელმწიფოს რწმუნებულის ადმინისტრაციას ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მინუციპალიტეტებს სულ 1,2 ათასი ლარი გაიცა, რომელიც სრულად დანამატებზე მოდის. ადმინისტრაციაში პრემია არ გაცემულა;
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 1,2 ათასი ლარის დანამატი გაიცა;
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას დუშეთის, თიანეთს, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში 3 ათას ლარზე მეტი ოდენობის დანამატი გაიცა;
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 2,2 ათას ლარზ ემოტის დანამატი გაიცა;
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს 675 ლარის დამატი აქვს გაცემიული, პრემია კი არ გაუცია;
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში პრემია-დანამატი არ გაუცია.