ზურაბ პატარიძე შუახევში ადგილობრივ ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა

673

აჭრის მთავრობის თვმჯდომარე  შუახევში ადგილობრივ ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრის დროს ზურაბ პატარაძემ ყურადღება მაღლმთიანი აჭარის განვითარებაზეც გაამახვიალა. მან იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა რაც მაჭალმთიან აჭარაში ხორციელდება. აჭარის პირველმა პირმა ყურადღება კურორტ გოდერძზე 150 ნომრიან სასტუმროს მშენებლობაზე, ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობასა და კურორტ გომარდულის განვითარებაზე გაამახვიალა. მან ხულო ზარზმის გზის მშენებლობას საუკუნის პროექტი უწოდა.

„მაღალმთიან აჭარას ექცევა ძალიან დიდი ყურადღება, ჩვენ ვიწყებთ გზის მშენებლობას ხულო ზარზმის მიმართულებით ეს მართლაც საუკუნის პროექტია . ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარის განვითარება და ტურიზმის განვითარება, ეს არის გოდერძის უღელტეხილი, გოდერძის უღელტეხილზე ჩვენ დავასრულეთ ყველა ის საკითხები რაც საჭირო იყო რომ გამოგვესყიდა მიწები ადგილობრივი მოსახლეობისაგან და მათთან ერთად ჩვენ ვიწყებთ მნიშვნელოვან პროექტებს, ერთი მნიშვნელოვანი პროექტი უკვე დაწყებულია და მეორე 150 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა ფაქტიურად დაწყებულია.

პირველად რეგიონში ალპური ბოტანიკური ბაღიის მშენებლობა, მწვანე ტბა ასევე რაც მნიშვნელოვანი პროექტია და მინდა შუახევლების საყურადღებოდ ავღნიშნო ჩვენი გომარდულის კურორტის განვითარება რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უახლოეს პერიოდში ჩვენ დავასრულებთ იმ პროცედურებს რაც დაკვშირებული არის იმ ვალების ჩამოწერასთნ დაკავშირებით ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასთან დაკავშირებით და საბოლოო ექსპერტიზის დადებასთან დაკავშირებით და ჩვენ რა თქმა უნდა განვავითარებთ ამ მიმართულებას შუახევის მუნიციპალიტეტისთვის.“

წყარო: აიპრესი