ზუგდიდში ნაძვის ხეს 20 დეკემბერს აანთებენ

1014

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის მთავარ შესასვლელთან ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.

ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება პავილიონები, სადაც მოეწყობა საახალწლო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.

ნაძვის ხეს 20 დეკემბერს, 19:00 საათზე აანთებენ. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალწლო დეკორაციების შესაძენად 100 000 ლარი გამოიყო.