15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, აჭარის მთავრობის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა, რომელიც დღეს, 14:00 საათზე იყო დაგეგმილი, გაუქმდა.
15 წლის ბიჭის გარდაცვალებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ამასთან, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, 21 დეკემბერს, ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხეს საზეიმოდ აღარ აანთებენ.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
გუშინ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ აქციები გაიმართა თბილისში და სხვადასხვა ქალაქებში. თბილისში, იაშვილის კლინიკასთ მოქალაქეებმა თეთრი მიხაკები და სანთლები მიიტანეს. პარალელურად კი აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მწვანე სკოლასთან წარწერები — “ამ ცხოვრების დედაც!” დატოვეს. სწორედ ეს წარწერა დატოვა 15 წლის მოზარდმა სკოლის კედელზე.
“ლუკა, ბოდიში”, “რატო მკლავ”, “შემდეგი შეიძლება შენ იყო”, — ეს წარწერები აქტივისტებმა თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ დატოვეს.
მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით.
ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. მანამდე მოზარდი გვიან ღამით თავისი ყოფილი სკოლის შენობაში შევიდა შიდა და გარე ტერიტორიაზე წარწერები დატოვა. ამასთან დაკავშირებით სკოლამ პოლიციაში დარეკა და გამოძიება დაიწყო.