ნინოწმინდის მერიამ გზების გასაწმენდად ტენდერი გამოაცხადა

501

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ გზების თოვლისგან გაწმენდის უზრუნველყოფაზე ტენდერი 150 000 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თოვლიანი გზა შეტყობინებიდან სამ საათში უნდა გაწმინდოს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა „დოროჟნიკ“–მა მიიღო. მისი შეთავაზება 149 400 ლარია.

გაფორმდება თუ არა მასთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაირკვევა. წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დასრულდა.

გამარჯვებულმა კომპანიამ ზამთრის პერიოდში გზები, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში უნდა გაწმინდოს.