დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ „ა“ კატეგორიების ტაქსის მძღოლები მგზავრის აყვანისა და ჩამოსმისთვის ე.წ. ბასლაინებში გადასვლას შეძლებენ.
“მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს ასევე ე.წ. ბასლაინებში ტაქსის გადასვლის ადგილებსა და პირობებს. ამ ცვლილებებით „ა“ კატეგორიების ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა გადავიდნენ ავტობუსის ზოლებში მგზავრის აყვანის და ჩამოსმისთვის. როდიდან ამოქმედდება ეს, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას”, – განაცხადა კახა კალაძემ.