ხანჩალის ტბის დამბის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

481

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში ხანჩალის ტბის დამბის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, პროექტით დამბის კვეთის აღდგენა და ფერდების რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთებაა გათვალისწინებული.

“ჩატარებული სამუშაოები ტბის მდგრადობას და მიმდებარე ტერიტორიის შესაძლო დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 284 000 ლარი. საქართველოს მელიორაციამ სამუშაოები საკუთარი ძალებით ოქტომბერში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.