ბათუმის მერიის შენობაზე გაკრული სტიკერები წარწერით “მონები”, ჩამოხსნეს

448

წინა სტატია

ბათუმის მერიის შენობაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრებმა სტიკერები წარწერით “მონები” გააკრეს. აღნიშნული სტიკერები ბათუმის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომლმა ჩამოხსნა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და მიმდებარე ტერიტორია მალევე დატოვა.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი ამ დროისათვის მერიის შენობასთან აღარ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის დეპუტატ მუხრან ვახტანგაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათი თქმით, მუხრან ვახტანგაძესთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.