ცქიტიშვილი: წელს ქვემო ქართლში 28 კმ გზის რეაბილიტაცია დავასრულეთ, 75 კმ-ის რემონტი კი მიმდინარეობს

644

ქვემო ქართლში წელს უკვე 28 კმ გზის რეაბილიტაცია დავასრულეთ, მიმდინარეობს 75 კმის კაპიტალური რემონტი, მომავალ წელს კი ვგეგმავთ 25 კმის აღდგენას, – ამის შესახებ  ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ქვემო ქართლში საგზაო პროექტების მიმდინარეობის დათვალიერებისას განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უკვე დასრულდა პანტიანიმანგლისის გზის რეაბილიტაცია. თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზაკოდამანგლისიფარცხისიწალკანინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა თბილისთან. არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა. 

უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის შესაბამისად, გაკეთდა ახალი ასფალტბეტონის საფარი, ტროტუარები, წყალგამტარი მილები და ავტოპავილიონები. უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით მოეწყო საგზაო ნიშნები და დამცავი ზღუდარები, დასრულდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

მთლიანად აღდგა კოდამანგლისიფარცხისიწალკანინოწმინდის 16 კმიანი მონაკვეთი, რომელიც ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას ასევე ვერ უზრუნვეყოფდა. გზის გარდა რეაბილიტირდა ტროტუარები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მოეწყო საგზაო ნიშნები

ქვემო ქართლში წელს უკვე დავასრულეთ 28 კმ გზის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 75 კმის კაპიტალური რემონტი, მომავალ წელს კი ვგეგმავთ 25 კმის აღდგენას. სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით რეგიონში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ჯერ კიდევ შარშან იყო მონაკვეთები, რომელიც გავლადიც არ იყო, დღეს კი ხელშესახები შედეგები გვაქვს. ამ პროექტების ჯამური ღირებულება 100 მილიონ ლარზე მეტია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სხვა საგზაო პროექტების მსგავსად, აქაც ძირითადად დასაქმებულია ქართული კომპანიები და ადგილობრივი მოსახლეობა,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მანგლისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობაზეც იმყოფებოდა. ეს პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითქმის 300 ათასი ლარით დაფინანსდა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 3 000-მდე ბენეფიციარს მოემსახურება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება