ექიმის ინფორმაციით, მოძრაობა “გაბედეს“ 2 წევრს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება

648

წინა სტატია

მცხეთის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსის” მიმღები განყოფილების ექიმის თეა მესხიძის განცხადებით, მცხეთის მერიასთან დაშავებული ორივე პაციენტი თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და სისუსტეს უჩივის. მისივე თქმით, დაშავებულებს აღენიშნებათ ექსკორიაციები სახისა და თავის არეში.

“ორი მამაკაცი შემოყვანილია მიმღებ განყოფილებაში „112“-ის მიერ, დიაგნოზით ქალა- ტვინის დახურული ტრავმა. ამ ეტაპზე მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, უტარდება შესაბამისი კლინიკურ-დიაგნოსტოკური გამოკვლევები. ამ დიაგნოსტიკის შემდეგ შევძლებ სრულყოფილად ინფორმაციის მოწოდებას. ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ორივე თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და სისუსტეს უჩივის. აღენიშნებათ ექსკორიაციები სახის და თავის არეში. მიმდინარეობს შესაბამისი მონიტორინგი. ჯერჯერობით ბოლომდე არ არიან გამოკვლეულები. ერთს აქვს დაზიანებები ყვრიმალის და შუბლის არეში, მეორეს ტუჩის არეში”, – განაცხადა ექიმმა.

მისი თქმით, კლინიკური დიაგნოსტიკური კვლევების შემდეგ გადაწყდება, დაშავებულებს მოუწევთ თუ არა დღეს კლინიკაში დარჩენა.

ცნობისთვის, მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.