საახალწლო განათებისათვის საჭირო აქსესუარების შესყიდვისა და მონტაჟსათვის ადიგენის მერია ტენდერს აცხადებს. დაბის მოსართავად 23 716 ლარია განსაზღვრული. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
დაბა ადიგენი საახალწლოდ 25 დეკემბრამდე მოირთვება. სხვადასხვა აქსესუარი მთელს დასახლებაში გადანაწილდება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ადიგენის შემოსასვლელიდან, ე.წ ორმხრივი გზის დასაწყისიდან მოხდება გარე განათების 37 ბოძის მორთვა. მათზე, ორივე მხრიდან განთავსდება მანათობელი ვარსკვლავები და მოხდება “ლედსტრინგის“ დახვევა.
გარდა ამისა, მერიის შენობის მიმდებარედ, სკვერში მოირთვება 30 ხე. მერიის შენობაზე დაეწერება და განათდება „2020“. ასევე, მუნიციპალიტეტი შეიძენს 1.8 მეტრიან დეკოერაციულ თოვლის ბაბუას, ორ მეტრიან ირმებს, მანათობელ ფიფქებსა და საყვირიან ანგელოზებს.
ტენდერის ღირებულება 23 716 ლარია. წინადადებების მიღება შვიდ დეკემბერს დაიწყება.