ფინანსთა მინისტრი: დადიანის მუზეუმის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

917
დადიანების სასახლე

წინა სტატია

წინასწარ გეტყვით, რომ ყველა მუზეუმს და ასევე თეატრებს, ჩვენ გავუზრდით დაფინანსებას, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას კითხვის საპასუხოდ. პარლამენტარი დაინტერესდა, თუ არის რაიმე პროგრესი ამ მიმართულებით და შესაძლებელია თუ არა ანაზღაურება დადიანის მუზეუმის თანამშრომლებს გაეზარდოთ.

მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა, რომ შესაბამის ცვლილებს დეპუტატებს უკვე 13 დეკემბერს წარუდგენს. მანამდე კი სხვა დეტალების, მათ შორის იმის შესახებ, თუ რამდენით მოიმატებს ხელფასის მოცულობა, არ დაუკონკრეტებია.

დადიანის მუზეუმის თანამშრომლები დაბალი ხელფასების გამო ჩივიან და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციაც რამდენჯერმე გამართეს. გეგმავდნენ გაფიცვასაც. პრემიერს და სამინისტროს შესაბამისი წერილიც გაუგზავნეს. მოგვიანებით, ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან, შემდეგ კი კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის და დაპირებების შემდეგ, გადაიფიქრეს.