ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრი აშენდება. შესაბამისი პროექტის მოსამზადებლად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ახალგაზრდული ცენტრის დაპროექტება ბიუჯეტს 10 ათასი ლარი დაუჯდება.
ტენდერში გამარჯვებულმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა მოამზადოს.
სატენდერო წინადადებების მიღება 30 ნოემბერს იწყება და 3 დეკემბერს სრულდება.
ბოტანიკურ ბაღში კულტურული ცენტრის და ამავე სივრცეში „ცისფერყანწელთა თეატრის “დაფუძნების შესახებ იდეა ორმაისობის დღესასწაულზე გაჟღერდა. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ იდეის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.