გორის მერია: გორში 18 ახალი სკვერი მოეწყობა

841

მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტს 18 ახალი სკვერი შეემატება. მათ შორის ერთი ადგილობრივი ბიუჯეტით, ოთხი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის და ცამეტი სკვერი კი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში კეთილმოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

„ამ ეტაპზე დასრულებულია ცამეტი (ახალუბანი, ჯარიაშენი, ქვემო ნიქოზი, პატარა ხურვალეთი, არაშენდა, საქაშეთის დევნილთა დასახლება, მარანა, ფლაფისმანი, უფლისციხე, ქვემო არცევი, გალუსტაშვილის ქუჩა, ზუბალაშვილების ქუჩა N62 – ის მიმდებარედ, ვერხვების დევნილთა დასახლება), მიმდინარეობს ერთი (გორი, ფერაძის ქუჩა) და იგეგმება ოთხი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია (მშვიდობის N27 -სა და N29 კორპუსებს შორის, რომელაშვილისა და მუსხელიშვილის ქუჩების მიმდებარედ, სტალინის გამზირი N33 – ის მიმდებარედ, სტალინის გამზირი N29 – ის მიმდებარედ). სამუშაოებისთვის ჯამში 422 129 ლარი გაიხარჯება.

აღნიშნული სკვერების მოწყობა – რეაბილიტაცია ადგილობრივების ინიციატივით დაიგეგმა. მოსახლეობამ პრიორიტეტული პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შეარჩია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.