11-12 ნოემბერს ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა 23 ქალაქის ხელმძღვანელი პირი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათი განცხადებით, კონფერენციის ერთ-ერთ მიზანს რეგიონში არსებული პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. ამ ასპექტში, ქუთაისის მერის მოადგილემ იმ სოციალურ პროგრამებსა და ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებიც ორიენტირებულია ქუთაისში ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
„მერები ბავშვებისათვის“ არის პირველი ასეთი სახის შეხვედრა რეგიონში. ძირითადი ყურადღება დაეთმო ადგილობრივი სოციალური სერვისების დაფინანსების სტრატეგიას, ბავშვებისა და ოჯახების გაძლიერების კუთხით, ბავშვთა ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის საკითხებს, ახალგაზრდების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შეხვედრის ფარგლებში, მერებმა და მათმა წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა, თავიანთ ქალაქებში შექმნან ბავშვებზე ორიენტირებული გარემო.
ავტორი: ნიუპრესი