“სექსი ბათუმში” – მოქალაქის ინიციატივა ბათუმის მერიას ტურისტების მოსაზიდად

4014

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

Sex in Batumi- ასე ჰქვია პროექტს, რომლის ავტორი მოქალაქე ირაკლი კიკვაძეა. იგი ბათუმის მერიას ინიციატივით მიმართავს. მან შესაბამისი იდეა „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში ვებგვერდზე უკვე დაარეგისტრირა.

პროექტის დასაბუთებაში ავტორი წერს, რომ სურს, კიდევ უფრო განავითაროს ბათუმის ტურისტული პოტენციალი, ამისათვის მოიფიქრა ძალიან ინოვაციური, სახალისო, საინტერესო, შემეცნებით-გასართობი პროექტი – სერიალი “სექსი ბათუმში”.

“სერიალის გადაღება გაგრძელდება 9 თვის განმავლობაში, თითო სერია იქნება 3 წუთიანი, რომლითაც ბათუმის ღირსშესანიშნავობებს ვაჩვენებთ მთელს მსოფლიოს, ყველაზე ორიგინალურად და დასამახსოვრებლად, რითაც ვფიქრობ მოვიზიდავთ უამრავ ტურისტს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში და და უცხოეთში მოღვაწე ცნობილი სახეები, როგორებიც არიან: კახაბერ ცისკარიძე, ნატალია ეპრიკიანი (Comedy Women), ზურაბ ცინცქილაძე, ილო ბეროშვილი, ანა ჩირაძე და სხვა, ეს უკანასკნელი საჭიროა პროექტის ცნობადობის ასამაღლებლად,” – წერია განაცხადში.

როგორც ავტორი თვლის, პროექტის მიზანია, ბათუმის რეკლამის ალტერნატიული ფორით მოხდეს ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდა. ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. რეგიონალური დასაქმება. როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ასევე, შემოსული ტურისტებისათვის საქართველოს კანონმდებლობის გაცნობა.

“პირველ რიგში აჭარის მთავრობას დავაზოგიებთ ბიუჯეტს ტურისტების მოზიდვის კუთხით, ძალიან იაფად, სწრაფად და ხარისხიანად გავაცნობთ მთელს მსოფლიოს ბათუმს, სერიებს ექნება უამრავი ნახვა სხვადახსვა ქვეყნებში, ასევე დასაქმდება პროექტში ბათუმში მცხოვრები რეჟისორები, მსახიობები, ოპერატორები, რომლებსაც ექნებათ სტაბილური შემოსავალი,”- წერია განაცხადში.

“შენი იდეა ბათუმს” – პროექტის ფარგლებში 2020 წლისთვის იდეების მიღება დასრულდა.  ამჟამად მიმდინარეობს იდეების პირველადი ანალიზი და  სულ მალე დაიწყება ხმის მიცემა. იდეების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.