რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, პირველ ეტაპზე, შვიდი პროექტი დაფინანსდება. 4 409 036 ფონდმა გამოყო, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი 232 056 ლარია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
რას მოხმარდება 4 641 092 ლარი:
ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის, შალვა ახალციხელის, პაატა ნათენაძის, რუსთაველის, კოსტავასა და დიდიმამიშვილის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა – 1 372 577 ლარი;
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა – 1 033 939 ლარი;
დარჩენილი 2 234 576 ლარი კი ახალციხის სოფლებში გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.
სოფელ ანდრიაწმინდაში 551 991 ლარად იგეგმება საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, 310 997 ლარი კი ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.
სოფლების, გიორგიწმინდისა და მუგარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 374 795 ლარი დაიხარჯება.
სოფლების, წყრუთი-წირას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას კი 513 010 ლარი მოხმარდება.
ასევე გაკეთდება აწყური-ტყემლანას დამაკავშირებელი გზა, რისთვისაც 483 797 ლარია გამოყოფილი.
შვიდივე პროექტი უკვე მზადაა, სახელმწიფო შესყიდვები კი მიმდინარე წელს გამოცხადდება.