მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 25 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

1044

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 25 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნული მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კოლმეტრიანი გზის მეორე ლოტია. პირველ ლოტზე, რომელიც ძირულა-ხარაგაული-მოლითის ასევე, 25 კლომეტრიან მონავეთს მოიცავს, სამუშაოებს BLACK SEA GROUP-ი ახორციელებს.

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის  გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუმათელეთის მხრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე საყრდენი კედლების, გაბიონების და მილხიდების მოწყობა ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.

სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი“ ასრულებს.

სახელშეკრულებო პირობებით, 25 კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია 2020 წელს უნდა დასრულდეს.