ბათუმის ბაღების გაერთიანება, სხვადასხვა ბაღისთვის რვა აღმზრდელსა და სამ გამგეს, კონკურსის წესით შეარჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ვაკანსიაა 23-ე, 30-ე, 33-ე საბავშვო ბაღების გამგის ვაკანტურ თანამდებობაზე. მსურველებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება და ასევე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ამ პოზიციაზე დასაქმებულებს 935 ლარს გადაუხდიან.
საბავშვო ბაღების გაერთიანებას კონკურსი შვიდ აღმზრდელსა და ერთ აღმზრდელ-მეთოდისტზეც აქვს გამოცხადებული. ამ პოზიციაზე დასაქმებულთა მსურველებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი. ხელფასი კი 600 ლარია.
კონკურსანტებს მოეთხოვებათ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებისა და გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის ცოდნა.
გამარჯვებულებს სამსახურში ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით დაასაქმებენ.
კონკურსი სამ ეტაპიანია, პირველ ეტაპზე განცხადების გადარჩევა, შემდეგ წერილობით დავალება, ხოლო მესამე ეტაპზე კონკურსანტებს გასაუბრება ექნებათ.
ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი 16 ნოემბრამდე უნდა გააკეთონ. მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება hr.gov.ge-ზე შეგიძლიათ.