ქობულეთის გამგეობასა და ორგანიზაცია – “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის” შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებმა დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობა განთავსდება. ბიურო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართულებით იმუშავებს.
წყარო: TV25