კურორტ აბასთუმნის ტერიტორიაზე, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამი მიწის ნაკვეთი (ჯამში 4 282 კვ.მ) ელექტრონული აუქციონის წესით იყიდება. ინფორმაცია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სამივე ნაკვეთი ერთმანეთის გვერდით, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედაა.
ელექტრონული ტენდერის მიხედვით, 3 482 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 458 000 ლარია, ბიჯი – 2 000 ლარი.
მეორე ნაკვეთის საწყისი ფასი, რომლის ფართობიც 500 კვ. მ-ია, 75 000 ლარია, ბიჯი– 1 000 ლარი.
მესამე, 300 კვ.მ-იან ნაკვეთის საწყისი ფასი 33 000 ლარია, მინიმალური ბიჯი კი 1 000 ლარი.
ელექტრონული აუქციონი ხვალ, რვა ნოემბერს დასრულდება და ნაკვეთების ახალი მესაკუთრეების ვინაობა ცნობილი გახდება.
2019 წელს აბასთუმანში სახელმწიფომ აუქციონის წესით ორი ნაკვეთი (ჯამში 1924 კვ.მ) უკვე გაასხვისა. მათგან 1 751 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი, 72 000 ლარად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, („სანაპიროს ხედი“) შეიძინა.