ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის პროგრამით ერთი წლის განმავლობაში 2 793 მოქალაქე დაფინანსდა. მერიაში აცხადებენ, რომ დაფინანსების თანხამ 954 810.06 ლარი შეადგინა, რაც გადანაწილდა ქვეპროგრამების მიხედვით.
კერძოდ: ძვირადღირებული გამოკვლევების (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) დაფინანსება – 640 მოქალაქე ( 154 397.62 ლარი); სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (ოპერაციის) დაფინანასება/ თანადაფინანსება – ისარგებლა 647 მოქალაქემ (369061.45 ლარი); აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში ჩაერთო და ყოველთვიურად მერიის დაფინანსებას ღებულობს 50 ბავშვი. 11 თვის მანძილზე პროგრამაზე გახარჯულია 139 818 ლარი; სარეაბილიტაციო მკურნალობა სხვადასხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის დაუფინანსდა 74 ბავშვს (36 584 ლარი); იშვიათი დაავადებების (ცელიაკია და ფენილკეტონურია) მქონე პირების სპეციალიზირებული საკვებით უზრონველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობს 8 მოქალაქე, ფენილკეტონურიით დაავადებულებისთვის ყოველთვიურად გათვალისწინებულია 500 ლარი, ცელიაკიით დაავადებულთათვის-250 ლარი. სულ 11 თვის მანძილზე ამ ქვეპროგრამით გახარჯულია 32 000 ლარი.
ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამით ისარგებლა 1 372 მოქალაქემ (222 548.99 ლარი); განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციფიური მოვლის საშუალებების დაფინანსების ქვეპროგრამით (ექსკრემენტის მიმღები კონტეინერი) ისარგებლა – 2 მოქალაქემ (400 ლარი); დებულებით გაუთვალისწინებელი მომსახურების მოთხოვნის მიზეზით დაფინანსებაზე უარი ეთქვა 176 მოქალაქეს.
შუამდგომლობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გაეწია 661 მოქალაქეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამები ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას სხვადასხვა სახის სამედიცინო სერვისის დაფინანსებას.