ქუთაისის მერია საახალწლო ფეიერვერკში 16 000 ლარზე მეტს გადაიხდის

552

ქუთაისის მერია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ათი სახეობის 1 160  ცალ ფეიერვერკს შეიძენს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

პიროტექნიკისთვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 408 ლარი დაიხარჯება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს არანაკლებ 30 000 ლარის სადღესასწაულო ფეიერვერკების მიწოდების გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

პიროტექნიკის გაშვება 31 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიების დასრულების შემდეგ მოხდება.