აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქედაში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. სამუშაობის დასრულების შემდეგ, 19 ჰექტარზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი, რომელიც 29 ოჯახს მოემსახურება. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
პროექტის ღირებულება 57 666 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო.
მუნიციპალიტეტში ყოფნის დროს ტიტე აროშიძემ სიხალიძეების სარწყავი არხის დასრულებული სარეკონსტრუქსიო სამუშაოებიც დაათვალიერა. მისი თქმით, საირიგაციო სისტემით 4,6 ჰექტარ სავარგულზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა.