ფოთში ორი „ჭკვიანი“ კამერა დაამონტაჟეს

638

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოს რეგიონებში “ჭკვიანი” კამერების განთავსებას განაგრძობს. სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური კამერები ფოთში ორი ლოკაციაზე დაემატა.

კერძოდ, ერთი სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან – ქ. ფოთი ჯავახიშვილის ქუჩა ფოთის პორტის შესასვლელამდე, მეორე კი ფოთის პორტის შესასვლელიდან, სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე.

ამ მონაკვეთებში ნებადართული სიჩქარე 30 კმ/სთ-ია.

სამინისტროს განმარტებით, კამერების დამონტაჟებამდე სპეციალისტებმა შეისწავლეს ის ადგილები, სადაც ძირითადად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდებოდა.

მანამდე ფოთში ოთხი “ჭკვიანი” კამერა მიმდინარე წლის თებერვალშიც დამონტაჟდა.