გუდაურში ზვავსაწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გამცემლიძემ განუცხადა, ზვავსაწინააღმდეგო სისტემის პროექტის ღირებულება 21 მილიონი ლარია, მისი მონტაჟი წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.
“გუდაურში აბსოლუტურად ახალ ზვავსაწინააღმდეგო სისტემას ვაყენებთ. ესაა ევროპული სტანდარტების 21 მილიონიანი პროექტი. მშენებლობა გაგრძელდება ერთ წელი და მომავალ წელს დასრულდება. პროექტში შვეიცარელი ექსპერტები იყვნენ ჩართულნი. ამჟამად ჩამოსულები არიან ფრანგი სპეციალისტები, რომლებიც ზამთარს საქართველოში გაატარებენ და ყველა რისკს შეისწავლიან და შესაბამის ანგარიშს მოამზადებენ”, – აცხადებს გამცემლიძე.