მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, 2020 წლისთვის, ბათუმის მერიაში იდეების მიღება დასრულდა.
დარეგისტრირდა 30 იდეა. მათგან, საბოლოო გამარჯვებულ იდეებს კი, მოქალაქეები ხმის მიცემით გამოავლენენ.
“ამ ეტაპზე ბათუმის მერია ახორციელებს იდეების პირველად ანალიზს, რომელიც ადგენს იდეების განხორციელების შესაძლებლობას ფინანსური და სამართლებრივი კუთხით. შემდეგ ეტაპზე კი, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით, ღია სხდომაზე შეარჩევს 10 იდეას, რომლებიც ხმის მიცემის ეტაპზე გადავა. სხდომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ დაანონსდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება”, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.
პროექტის მიზანი, მოქალაქეთა ჩართულობა და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავებაა.