გორის მერია ერთ თანამშრომელს დახურული კონკურსით შეარჩევს

1315

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

გორის მუნიციპალიტეტის მერია მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროს სპეციალისტს დახურული კონკურსის წესით შეარჩევს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

კანდიდატს მოეთხოვება ორწლიანი გამოცდილება ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სფეროში და უმაღლესი განათლება.

თანამდებობრივი სარგო აღნიშნულ პოზიციაზე 900 ლარია.

როგორც ცნობილია, დახურული კონკურსი გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან. ინფორმაციისთვის, მერიას ვაკანსია კიდევ 5 პოზიციაზე აქვს გამოცხადებული.