გორის მერიაში 5 ვაკანსიაა

432

სტატიის გაგრძელება

გორის მუნიციპალიტეტის მერია 5 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ვაკანსიების ჩამონათვალი ასეთია: გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – თანამდებობრივი სარგო: 1 100 ლარი; მერის წარმომადგენელი ტირძნისის ადმინისტრაციულ ერთეულში – თანამდებობრივი სარგო: 1 100 ლარი; მეორადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – თანამდებობივი სარგო: 900 ლარი; პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი სპეციალისტი – თანამდებობრივი სარგო: 700 ლარი; მეორადი სტრუქტურული ერთეულის მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი – თანამდებობრივი სარგო: 650 ლარი.