ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ზესტაფონის სოფელ სოფელ ზემო კლდეეთსა და ტაბაკინში გაზიფიცირების პროეცესს გაეცნო.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, მოხდეს ყველა სოფლის გაზიფიცირება, რაც ადგილობრივებს სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
“საქართველოს მასშტაბით ინტენსიურ გაზიფიცირებას ვაგრძელებთ, სამწლიანი გეგმის ფარგლებში დამტკიცებული იყო 226 სოფლის გაზიფიცირება, მოვახერხეთ და 330-მდე გავზარდეთ, იმერეთში 60 სოფელია. გაზი არაა მარტო პირველადი მოხმარებისთვის, ის აუცილებელია მცირე ბიზნესის განვითარებისთვის”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, ბუნებრივი აირის საფასურის ზრდა მოსალოდნელი არ არის.