ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში ნაგვის ურნების დადგმას ითხოვენ. ამის შესახებ ადგილობრივებმა გამგეობას სოციალური ქსელით მიმართეს.
ქვიშხეთის მკვიდრი სოფო ხელაია ამბობს, რომ მოსახლეობა იძულებულია ნარჩენები მდინარე შიოლაში ჩაყაროს. ნარჩენების გამო, წყალუხვობისას მდინარე ნაპირზე გადადის.
,,სოფელი ქვიშხეთი, მოგეხსენებათ, რომ არის კურორტი და ჰყავს ბევრი დამსვენებელი და ადგილობრივი მაცხოვრებელი. სოფელს აქვს დიდი პრობლემა, არ არის ნაგვის ურნები, სადაც შევძლებთ ნაგვის მოგროვებას. კვირაში მხილოდ ერთხელ მოდის მანქანა. ნაგავს ყრიან მდინარე “შოლაში”, რაც რამდენჯერმე ადიდდა და დატბორა სოფელი. დიდი თხოვნა იქნება გაითვალისწინოთ აღნიშნული დიდი პრობლემა,რომ შევძლოთ ნორმალურად ცხოვრება და არ გამოვიწვიოთ დიდი ეკოლოგიური საფრთხე” – ამბობს სოფო ხელაია.
გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ნაგვის ურნებთან დაკავშირებული პრობლემა, უახლოეს პერიოდში მოუგვარდებათ.