თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს ფიქრობს რომ მეორე ვადით თბილისის მერობა არ სურს, რადგან დაიღალა. ამის შესახებ კალაძემ გადაცემა “კვირის თემაში” წამყვანის შეკითხვის პასუხად თქვა.
კითხვაზე “აპირებს თუ არა კახა კალაძე მეორე ვადით მერობას”, კახა კალაძემ უპასუხა:
“დღეს რომ მკითხოთ, გულწრფელად გეტყვით რომ ვიტყვი “არა-ს”. იმდენად რთულია და იმდენად რთულ პირობებში მიწევს საქმიანობა, რომ დღე და ღამე მაქვს გაერთიანებული. ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია. თუ გინდა, რომ მართლა საქმე გააკეთო, უნდა იყო იმ რეჟიმში რა რეჟიმშიც დღეს არის მერიც და მერიის თანამშრომლებიც. სხვანაირად შეუძლებელია. ამიტომ ძალიან რთულია. ოჯახი მყავს, შვილები… ძალიან მიჭირს, მაგრამ ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც აღებული მაქვს, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული და იმის ამბიცია მაქვს, რომ როდესაც ჩემს უფლებამოსილებას დავამთავრებ, რომელიც თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მომანიჭა, თბილისი განსხვავებული იყოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე დედაქალაქის მერად თბილისელებმა 2017 წლის 21 ოქტომბერს 4 წლით აირჩიეს.