ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, კახა კალაძემ გაიმარჯვა. მან ხმათა 51.09% დააგროვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი – 17.48%; “ნაციონალური მოძრაობა” – ზაალ უდუმაშვილი 16.59%; “ევროპული საქართველო” – ელენე ხოშტარია 7.11%; “პატრიოტთა ალიანსი” – ირმა ინაშვილი 3.02%; “ერთობა ახალი საქართველო”, გიორგი ვაშაძე – 1.92%; “დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო, კახა კუკავა” – 1.25%.
მერობის სხვა კანდიდატემა 1%-ზე ნაკლები მიიღეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა, რა დროსაც 64 მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებმა საკრებულოს წევრები და მერები აირჩიეს, მათგან მხოლოდ 5-ში კი, მერის არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტური დაინიშნა.