გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო აღიჭურვა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები “ასქო“, “სსკ“ და “შირ-ანთ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გორელოვკასა და ჯიგრაშენში 2018 წლიდან საქმიანობენ. კოოპერატივებში გაერთანებულია 100-ზე მეტ მეპაიე, მობილიზებულია 700-ზე მეტი ფური.
“სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს გადაეცათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამმუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. ამასთან, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით კოოპერატივებმა მიიღეს ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თანამონაწილეობას წარმოადგენდა შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში გადასაცემი აღჭურვილობა.
ცნობისთვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობით ეძლევათ შესაძლებლობა მათივე წარმოებული პირველადი პროდუქცია კოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ და საბოლოო სახით მიაწოდონ ბაზარს.
“რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება”, -განმარტავენ სამინისტროში.