განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 12 სკოლაში რიგგარეშე არდადეგები გამოცხადდა

634

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 12 სკოლაში რიგგარეშე არდადეგები გამოცხადდა. მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდების გამო, 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით მოსწავლეები დაისვენებენ. გაცდენილი დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით ანაზღაურდება. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება. სასწავლო დაწესებულებებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციამ მშობლები უკვე გააფრთხილა.

სკოლების ჩამონათვალი, სადაც დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, შემდეგია:

ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლა – I-XII კლასები, 26.10.12019 – 10.11.2019;
სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა – I-XII კლასები, 26.10.12019 – 10.11.2019;
სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა – I-XII კლასები, 26.10.12019 – 10.11.2019′
სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა – I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019;
სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა –
Vვ კლასი და VI- XII კლასები (რუსთაველის ქ. N127) 26.10.12019 – 10.11.2019;
სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა – V-XII კლასები, 26.10.12019 – 10.11.2019;
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა – I-XII კლასები,
26.10.12019 – 10.11.2019;

სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა – I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019;
სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა – I-XII კლასები, 26.10.12019 – 10.11.2019;
სსიპ ქალაქ თელავის N8 საჯარო სკოლა – I-XII კლასები, 26.10.12019 – 10.11.2019;
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა – I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019;
სსიპ ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა – I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019.