ჩაქვში, სანაპირო ზოლის 10-წლიანი იჯარით მიღების შემდეგ, „დრიმლენდ ოაზისი“ მის კომპლექსსა და სანაპიროს შორის არსებულ ტერიტორიასაც ყიდულობს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
განკარგვის შესახებ თანხმობა ქობულეთის საკრებულომ უკვე გასცა, ახლა თანხმობას სავარაუდოდ აჭარის მთავრობაც გასცემს და მიწა „ოაზისის“ გახდება.
როგორ დაადგინეს ფასი, რა პირობებით ყიდულობს კომპანია მიწას, ვისთან აკავშირებენ ოაზისს და რა იცოდა, ან არ იცოდა რეგიონის ეკონომიკის მინისტრმა – „ოაზისის ჩაქვი“ და ინვესტორზე მორგებული პირობები.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ ჩაქვის სანაპირო ზოლში არსებული 2 მიწის ნაკვეთი, ჯამში 12 6ო1 კვ.მ მალე კომპანია “დრიმლდენდ ოაზისის” საკუთრება გახდება. აჭარის მთავრობა ინვესტრორზე ტერიტორიის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემას გეგმავს. გასხვისების ფორმა თავად შეარჩია, მიწის ფასის განსაზღვრა კი ქობულეთღის მუნიციპალიტეტს დაავალა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზღვისპირა ზოლში არსებული მიწის ნაკვეთი კომპანია “დრიმლენდ ოაზისზე” ნორმატიულ ფასად, 2 ლარად და 88 თეთრად გასხვისდება.
სანაპირო ზოლში არსებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლება ფასად გასხვისებას ოპოზიციაში კორუფციალ გარიგებას უკავშირებენ.