ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისს 2020 წლის დასაწყისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული 60 ახალი მუნიციპალური ავტობუსი ეყოლება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ცნობისთვის, დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტისთვის 175 ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.