19 ოქტომბერს, ქალაქ სიღნაღში, აღმაშენებლის მოედანზე “სიღნაღის ღვინის ფესტივალი“ გაიმართება.
სიღნაღის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს სასიამოვნო გარემოსთან ერთად ტრადიციული კახური კერძები და ღვინის სადეგუსტაციო სივრცე დახვდებათ. გარდა ამისა, ადგილზე ნახავენ თათარის მოდუღების, ჩურჩხელის გავლების, არყის გამოხდის და თონეში კახური შოთის პურის გამოცხობის პროცესს.
ამასთანავე ქალაქში გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები, ხალხური რეწვის ნიმუშები და მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
“ფესტივალზე მოსული სტუმრების განწყობაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სპეციალურად მოწვეული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები იზრუნებენ”, – ამბობენ მერიაში.