ქუთაისში N13 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეასაძლოა, “შავი პრინცის ” სახელობის სკვერი გაიხსნას. “შავი პრინცის” სახელობის სკვერის გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი ქუთაისელი სალომე ასათიანია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
”სკვერის გახსნის იდეა “შავი პრინცის” ძმას ეკუთვნის, მერიისგან გვაქვს მხარდაჭერა, უახლოეს დღეებში სკვერის გახსნის ინიციატორები და მერიის წარმომადგენლები უნდა შევხვდეთ ერთმანეთს”,-ამბობს სალომე ასათიანი.
ქუთაისი მერიაში განამარტავენ, რომ “შავი პრინცის” სახელობის სკვერის გახსნა ჯერჯერობით განხილვის დონეზეა.