სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ თბილისის საკრებულოს დეპუტატს გირაო შეეფარდა

844

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული “ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა “ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართა. ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გირაოს შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველის მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, ჯიშკარიანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და იმ ემოციური ფონის გათვალისწინებით, რომელიც, შესაძლოა, სასამართლოში ყოფილიყო არსებობდა საშიშროება, რომ ჯიშკარიანი ცუდად გამხდარიყო, რის გამოც სასამართლომ სხდომის კლინიკაში გამართვის გადაწყვეტილება შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.