გორში პარკირების მოსაწესრიგებლად საიტი goriparking.ge ამოქმედდება

3169

წინა სტატია

გორში პარკირების მოსაწესრიგებლად საიტი goriparking.ge ამოქმედდება გარდა ამისა მძღოლებს პარკირების საფასურის გადახდა “ფეიბოქსების” საშუალებითაც შეეძლებათ, – ამის შესახებ გადაცემაში “თვითმმართველობის დრო” კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბაჩანა გვიანიშვილი განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, პარკირების საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისი ბანკის გადახდის აპარატებში და ეტაპობრივად საფასურის გადახდა სხვა ფეიბოქსებითაც შესაძლებელი იქნება.

“მძღოლებმა აპარატთან მისვლისას, უნდა აირჩიონ ტრანსპორტის განყოფილება, სადაც გამოჩნდება ჩამონათვალი. მათ შეეძლებათ, სურვილისამებრ, აირჩიონ მათთვის მისაღები და სასურველი პაკეტი, იქნება ეს ერთ-დღიანი პარკირების საფასური, ერთ-კვირიანი თუ ასე შემდეგ.

გარდა გადახდის აპარატებისა, მძღოლებს სულ მალე შეეძლებათ ისარგებლონ საიტით goriparking.ge. სადაც ონლაინ გადარიცხვის მეშვეობით გადაიხდიან პარკირების საფასურს. ამ ეტაპზე საიტით გადახდა არ ხდება, თუმცა მოკლე ხანში საიტი სრულად გაიმართება”, – გვითხრა ბაჩანა გვიანიშვილმა.

აღნიშნულ საიტზე მძღოლებს შეეძლებათ, შეამოწმონ პარკირების საშვი, ასევე, გადაიხადონ ჯარიმის თანხა და მიიღონ ინფორმაცია საჯარიმო ავტოსადგომების შესახებ.