გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის დადგენილებით ქალაქში პარკირების საფასური დაწესდა. მძღოლებს ერთ წლიანი პარკირების საფასური 40 ლარი დაუჯდებათ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
1 დღე – 1 ლარი, 30 დღე – 10 ლარი, 90 დღე – 15 ლარი, 180 დღე – 25 ლარი, 365 დღე – 40 ლარი.
ინფორმაციისთვის, გორში პარკირების სისტემა დღეიდან ამოქმედდა. მძღოლებს ამის შესახებ პარკირების ინსპექტორები საინფორმაციო ბუკლეტების მეშვეობით აწვდიან ინფორმაცია.
პირველ ეტაპზე, ანუ ერთი თვის განმავლობაში მოხდება მძღოლების, მოქლაქეების ინფორმირება და გაფრთხილება დაჯარიმების გარეშე.